გეომაგნიტური დღეა, რაც განსაკუთრებით მოქმედებს გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემაზე. მოსალოდნელია თავის ტკივილი, უგუნებობა, წნევის მერყეობა და ზოგადი დისკომფორტი. ყურადღება მიაქციეთ წნევას.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში, რომელიც დაიწყება საღამოს 19:16–დან და გასტანს 10:42 საათამდე. ამ დროს უარყოფითი მთვარის ენერგია ადუნებს ყურადღებას ადამიანებში, იზრდება ტრავმებისა და ავარიების რისკი, ამიტომ მძღოლებსა და ქვეითად მოსიარულეებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ.
დღის რეკომენდაცია – დღეს მნიშვნელოვანია გეგმისა და ზრახვების სიმტკიცის შემოწმება. ნუ აჰყვებით ცდუნებებს ან მავნე ჩვევებს, რომლებმაც შესაძლოა გამოავლინონ თავი. პარტნიორულ ურთიერთობებში საერთო გეგმების განხილვისას შესაძლოა მოხდეს კამათი. მოერიდეთ: პედიკურისა და ტერფის მასაჟის ჩატარებას, ახალი ფეხსაცმლის შეძენას, ტყუილსა და უსარგებლო დაპირებებს, სესხის აღებას ან გაცემას, ახალი საქმის დაწყებას, საიდუმლო საქმეებსა და სიყვარულს – საიდუმლო ადვილად გამოვლინდება და შესაძლოა კონფლიქტის მიზეზი გახდეს. დღე ხელს უწყობს: ქორწინებას, მოგზაურობას, კაპიტალდაბანდებას, ნადირობასა და თევზაობას, ფოტოგრაფიას, კულინარიას და შემოქმედებით საქმიანობას.
ჯანმრთელობა – აკონტროლეთ საკვების და სასმელის ხარისხი. სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა, ტერფები, თვალები და გრძნობათა ორგანოები. ოპერაციების ჩატარება რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.
დღის მინერალები და ფერები – მარგალიტი, გიშერი, მარჯანი, ამეთვისტო – მოიზიდავენ დადებით კოსმიურ ენერგიასა და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. მწვანე, იისფერი, ლურჯი, ფირუზისფერი, ვერცხლისფერი – გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია: კუროს, კირჩხიბის, თხის რქასა და თევზების ნიშანთათვის. შედარებით ნეგატიური დღე აქვთ ლომებსა და სასწორებს, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე ნეიტრალური, საშუალო წარმატების ტენდენციებით გამოირჩევა.