LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bentley-მ Continental GT-ის განსაკუთრებული ვერსია წარმოადგინა

107
Bentley-მ Continental GT-ის განსაკუთრებული ვერსია წარმოადგინა

კომპანია Bentley-მ ახალი დამუხტული კუპე Continental GT Supersports წარმოადგინა.

Supersports მოდიფიკაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩვეულებრივი Continental GT-სგან უფრო აგრესიული ვიზუალით – მას აქვს 22 დიუმიანი დისკები, შექმნილი Manthey Racing-თან თანამშრომლობით და აეროდინამიკური ნაკრები ყველა მხრიდან. ასევე გამოირჩევა წინ დახატული ციფრით „8“-ით, რაც ძრავში ცილინდრების რაოდენობაზე მიანიშნებს.

მოდელი აღჭურვილია ოთხ ლიტრიანი V8 ორმაგი ტურბოძრავით, რომლის სიმძლავრე 657 ცხ.ძ.-ს, ხოლო ბრუნვის მომენტი – 800 ნ·მ-ს შეადგენს. ეს 116 ცხ.ძ.-ით ნაკლებია, ვიდრე ჰიბრიდული კუპე Continental GT Speed-ის შემთხვევაში. Supersports 0-დან 100 კმ/სთ-მდე 3,7 წამში აჩქარებს და შეუძლია მაქსიმალური 310 კმ/სთ სიჩქარის განვითარება.

საინტერესოა, რომ სპორტული ვერსია უკანა ძრავით არის აღჭურვილი, მაშინ როცა Continental GT-ის ყველა დანარჩენი მოდიფიკაცია განსხვავებულია. გადაცემათა კოლოფად გამოიყენება რვა საფეხურიანი ZF „ავტომატი” ორმაგი გადაბმით. ასევე, ავტომობილი გახდა ყველაზე მსუბუქი Bentley ბოლო 85 წლის განმავლობაში ელექტრო ელემენტების, სრული ძრავის, შემცირებული ხმის იზოლაციის და კარბონის სახურავის გამო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები