LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bentley-მ Continental GT-ის 100 ექსკლუზიური ვერსია წარადგინა

112
1428x1428 (3)

Bentley-მ ახალი პროგრამა Bespoke Series აამოქმედა, რომლის ფარგლებშიც კომპანია ყოველწლიურად შეზღუდული რაოდენობის განსაკუთრებული დიზაინის ავტომობილების სერიებს გამოუშვებს. პროექტის პირველი გამოშვება Continental GT-ის კუპესა და კაბრიოლეტს ეძღვნება და სულ 100 ეგზემპლარს მოიცავს.

კომპანიის განცხადებით, იდეა მოდის ინდუსტრიის სეზონური კოლექციების პრინციპით შეიქმნა. დიზაინერები მომხმარებლების ფერთა პრეფერენციებს შეისწავლიან და ახალ ექსკლუზიურ სერიებს ამის მიხედვით შექმნიან.

პირველი Bespoke Series-ის ავტომობილებისთვის ექვსი სპეციალურად შექმნილი ძარის ფერია ხელმისაწვდომი. მათ დამატებით გამოარჩევს კორპუსზე გამავალი დეკორატიული ზოლი, რომელიც შავ ან მარგალიტისფერში იქნება წარმოდგენილი. ავტომობილები ასევე მიიღებენ მუქ დეკორატიულ ელემენტებსა და 22 დუიმიან დისკებს.

ინტერიერში გამოყენებულია სამი განსხვავებული ფერის ტყავი. ძირითადი ფერი ყოველთვის შავია, ხოლო დამატებითი ფერების შერჩევა სპეციალური პალიტრიდან იქნება შესაძლებელი. სალონში ასევე გვხვდება განსაკუთრებული პერფორაციის ნიმუში, მუქი ქრომის აქცენტები და ექსკლუზიურად გაფორმებული ზღურბლები.

ყველა ავტომობილი აღჭურვილი იქნება ჰიბრიდული ძალოვანი აგრეგატით, რომელიც 4.0 ლიტრიან V8 ძრავსა და ელექტროძრავს აერთიანებს. სისტემა 680 ცხენის ძალასა და 930 ნმ ბრუნვის მომენტს გამოიმუშავებს, ხოლო Continental GT-ს 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება მხოლოდ 3,7 წამში შეუძლია.

Bentley-ში აცხადებენ, რომ Bespoke Series მომავალში ბრენდის ექსკლუზიური მოდელების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები