Audi-მ ბოლოს და ბოლოს გაასაჯაროვა ამერიკული სპეციფიკაციების დეტალები განახლებული 2026 Q3-ის შესახებ, რომელიც პირველ კვარტალში გამოვა. მთავარი სიახლე? მოდელი თითქმის 4 000 დოლარით ძვირდება და ახლა მისი საწყისი ფასი 44 995 დოლარია.
კომპანია არ აზუსტებს, გაძვირება მხოლოდ განახლებებს უკავშირდება თუ ტარიფებსაც, მაგრამ თანხა მცირე ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა 2025 წლის ბიუჯეტური პრემიუმ კროსოვერების ათეულში Q3 მეექვსე ადგილს იკავებდა. ახალი ფასით ის ამ სიიდან სულ გავარდება თუ კონკურენტებიც არ გაძვირდებიან.
ფულის დამატებასთან ერთად, Audi ამჯერად საკმაოდ სერიოზულ ცვლილებებს გვთავაზობს.
სრულად ახალი დიზაინი გარედან და შიგნით;
ახალი მულტიმედია – ორმაგი ეკრანი და მთლიანად განახლებული პროგრამული ინტერფეისი;
გაძლიერებული 2.0 ტურბო ძრავა – ახლა უკვე 255 ცხ.ძ, რაც 27 ცხენის ძალით მეტია წინა თაობაზე;
0-100 კმ/სთ შედეგი გაუმჯობესებულია 5.5 წამამდე – 1.6 წამით სწრაფად;
Audi ამაყად აცხადებს კლასში საუკეთესო სიმძლავრესა და დინამიკას, პლუს გაუმჯობესებულ ტექნოლოგიებს და უფრო მშვიდ სალონს. მაგრამ საკმარისია ეს თითქმის 4 000 დოლარიანი მატებისთვის?
საბოლოო პასუხს ტესტები მოგვცემს და იქვე გაირკვევა, აიწევს თუ არა Q3 სუბკომპაქტ პრემიუმ კროსოვერების რეიტინგში, სადაც 2025 წლისთვის მხოლოდ მეცხრე ადგილი ეკავა.



