LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოს-ანჯელესის ავტოსალონის ყველაზე თვალსაჩინო სიახლეები: Top-5 მოდელი

107
ლოს-ანჯელესის ავტოსალონის ყველაზე თვალსაჩინო სიახლეები Top-5 მოდელი

ლოს-ანჯელესის ავტოსალონმა მასშტაბითა და მოცულობით წელს ჩინეთის გუანჯოუს შოუს დაუთმო, თუმცა საინტერესო ექსპონატები აქაც ბლომად იყო.

Hyundai Crater

Hyundai-ს შვილობილი ბრენდი, რომელიც თავიდან ჩვეულებრივი მოდელების უფრო ძლიერ ვერსიებად მოიაზრებოდა, სრულფასოვან ოფროუდ ხაზად ყალიბდება. ამის პირველი ხმაურიანი ნაბიჯი გახდა Crater – აგრესიული, კუთხოვანი დიზაინის მქონე კროსოვერის კონცეპტი, რომელიც თითქოს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟურნალიდანაა გადმოსული.

35 დიუმიან საბურავებზე მდგომი Crater ზომებით Ioniq 5-ს უწევს კონკურენციას. სალონში დიდი ეკრანები გაქრა, მათ ნაცვლად ოთხი მცირე პანელია. ცენტრალური ეკრანის ფუნქციას კი სმარტფონი ასრულებს. ძირითადი ოფროუდ პარამეტრები – მექანიკურ გადამრთველებზეა გამოტანილი.

რაც შეეხება ტექნიკურ შიგთავსს, სიახლე ელექტრო ძრავებს მიიღებს, მაგრამ სერიულ ვერსიას შესაძლოა ჰიბრიდული ან თუნდაც შიდა წვის ძრავაც ჰქონდეს.

Kia Telluride

Hyundai Palisade-ის განახლების შემდეგ, Kia-მაც წარადგინა ახალი Telluride. დიზაინი უფრო სოლიდური და Range Rover-ის სტილშია, ხოლო X-Pro ვერსია უფრო გამოკვეთილ ოფროუდ ხასიათს აძლევს.

ძირითადი სიახლეა ჰიბრიდული დანადგარი 2.5-ლიტრიანი ტურბო ძრავის ბაზაზე, ჯამური 329 ცხ.ძ.-ით. ბენზინის ვერსია 274 ცხ.ძ.-ს მოიცავს.

Telluride გაიზარდა სიგრძეში, სიმაღლეში და საბაზო დაშორებით – შესაბამისად, სალონში სივრცე მეტია.

უსაფრთხოების სიაშია ათი ბალიში, მათ შორის ახალი ცენტრალური. წარმოება 2026 წლის დასაწყისში, აშშ-ში დაიწყება.

Jeep Gladiator Willys ’41

წარმოდგენილია მოდელი, შთაგონებული სამხედრო Kaiser Jeep M715-ით. Willys ’41 1960-იანების სტილს თანამედროვე კომფორტთან აერთიანებს.

მანქანა მიიღებს უნიკალურ 17 ინჩიან Olive Drab დისკებს, 32 ინჩიან ოფროუდ საბურავებს, რეტრო ემბლემებსა და გაძლიერებულ ბადეს.

ფასი $49 835-დან იქნება.

Honda Pilot

Honda Pilot  მოქმედ პლატფორმაზე დარჩა, თუმცა 2026 წლისთვის განახლებებს მიიღებს, რათა კონკურენტუნარიანი დარჩეს.

სალონში მთავარი სიახლეა 12.3 ინჩიანი ახალი მულტიმედია, 10.2 ინჩიანი ციფრული პანელი და განახლებული ინტერფეისი.

Touring-ს აქვს კამერების 360° სისტემა, ყავისფერი ინტერიერი და 20 ინჩიანი Shark Gray ბორბლები.

Genesis GV60 Magma

Genesis აგრძელებს Magma-ს ხაზის პოპულარიზაციას – სპორტული, თამამი, ახალგაზრდებზე ორიენტირებული მიმართულება. GV60 Magma და Magma GT გვაჩვენებს, რომ ბრენდი მზადაა GT3 კლასისთვის.

GV60 Magma ავითარებს 601 ცხ.ძ.-ს, Boost რეჟიმში – 640 ცხ.ძ.-ს. 0-100 კმ/სთ – 3.4 წმ, მაქსიმუმი – 260 კმ/სთ.

რეჟიმები: Sprint, GT და MY – დიფერენციალისა და სტაბილიზაციის ღრმა რეგულირებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები