LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ამ სიმღერას თქვენსავით კარგად ვერავინ მღერის, საოცარი ქალბატონი ხართ“ – ლოლა წერეთლის შესრულება

455
ლოლა წერეთელი

მომღერალი ლოლა წერეთელი, მცირეხნიანი პაუზის შემდეგ, საკუთარი აუდიტორიის წინაშე ცოტა ხნის წინ წარდგა.

მომღერალმა სახის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და საკუთარ გამოცდილებაზე არაერთ გადაცემაშიც ისაუბრა.

„ორი წელი ვეძებდი საუკეთესო ექიმს… ჩემი სახე არ შეცვლილა, დარჩა ის რაც ვიყავი, უბრალოდ… 6 300 დოლარი დამიჯდა ოპერაცია“ – ლოლა წერეთელი სახის პლასტიკური ოპერაციის შემდეგ საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა

ლოლა წერეთელი სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემას ხშირად სტუმრობს და ტრადიციულად, მსმენელს საკუთარი შესრულებითაც ანებივრებს.

მან „დღის პოსტის“ ერთ-ერთ გასულ ეპიზოდში სტუმრობის დროს სიმღერა „სახლში წაგიყვან“ შეასრულა და, როგორც ყოველთვის, გულშემატკივრებისგან სოციალურ ქსელში არაერთი კომპლიმენტიც მიიღო. „ამ სიმღერას თქვენსავით კარგად ვერავინ მღერის“, „საოცარი ქალბატონი ხართ“, „ძალიან კარგი შესრულება“ – აღნიშნავენ მოქალაქეები კომენტარებში.

ვიდეო: ლოლა წერეთლის ახალი შესრულება: „მიყვარს მისი სიმღერები…“

„60 წლის ქალისგან 40 წლის ქალად ვიქეცი…“ – რას ნანობს ყველაზე მეტად ლოლა წერეთელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები