LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-ი ჩინურ კონცერნებს აშშ-ში წარმოების დაწყებაში დაეხმარება?

104
HBGoMbrWMAAQsgC

Ford-ის ხელმძღვანელმა, ჯიმ ფარლიმ, ჩრდილო ამერიკულ ბაზარზე ჩინური ავტო პროდუქციის ოფიციალური დაშვების იდეა წამოაყენა. როგორც სააგენტო Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, მან უკვე განიხილა სქემა აშშ-ის ადმინისტრაციასთან, მათ შორის დონალდ ტრამპის გუნდთან.

იდეა ეფუძნება იმ მოდელს, რომელიც თავად ჩინეთში მოქმედებს – უცხოური კომპანიები ადგილობრივ ბაზარზე ერთობლივი საწარმოების (joint venture) ფორმატით მუშაობენ. ფარლის ხედვით, ანალოგიური მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს აშშ-შიც: ჩინური მწარმოებლები ავტომობილებს ამერიკაში, ადგილობრივი წარმოების გზით გამოუშვებენ, ხოლო საკონტროლო პაკეტი ამერიკულ მხარეს ექნება.

ჯიმი მიიჩნევს, რომ ასეთი მოდელი ჩინურ ავტო კომპანიებსაც დააინტერესებთ, მიუხედავად შეზღუდვებისა. ამავდროულად, ამერიკული მწარმოებლები პარტნიორების ტექნოლოგიებზე წვდომას მიიღებენ და მოგებასაც გაინაწილებენ.

წყაროების ცნობით, კონცეფციის განხილვაში მონაწილეობდნენ მაღალი რანგის ჩინოვნიკები, მათ შორის ტრანსპორტის მინისტრი და გარემოს დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი. თუმცა, მოლაპარაკებები ჯერ არაფორმალურ ეტაპზეა.

თავად Ford-მა კომენტარში აღნიშნა, რომ შიდა ბაზარი დაცვას საჭიროებს იაფი ჩინური ავტომობილების ნაკადისგან, რომლებიც ხშირად სახელმწიფო სუბსიდიების ხარჯზე იწარმოება.

გამოცემა Autoevolution ამატებს, რომ ჩინურ კომპანიებთან თანამშრომლობას Ford-ის ევროპული განყოფილებაც განიხილავს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მათ შორის, კომპანიებთან BYD და Geely, არ არის გამორიცხული, რომ Geely-ის მოდელების აწყობა Ford-ის ევროპულ ქარხნებში დაიწყოს.

გარდა ამისა, გასული წლის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია Ford-ისა და Renault-ის შესაძლო ალიანსის შესახებ, რომლის შედეგადაც კომპანიას ორი ახალი ელექტრომობილი უნდა შეემატოს.