LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნიკალური იისფერი Ferrari 360 Modena აუქციონზე ორი BMW M2-ის ფასად გაიყიდა

111
1428x1428

იტალიაში ონლაინ აუქციონზე უჩვეულო Ferrari 360 Modena გაიყიდა, რომელიც წლების განმავლობაში რამდენიმე ცნობილმა ტიუნინგ-ატელიემ გადააკეთა. განსაკუთრებული დიზაინისა და სერიოზულად მოდიფიცირებული ტექნიკის მიუხედავად, ავტომობილის საბოლოო ფასი დაახლოებით 150 ათასი ევრო გახდა – თითქმის იმდენი, რამდენიც ევროპაში ორი ახალი BMW M2 ღირს.

1999 წლის Ferrari თავდაპირველად გერმანულმა ატელიე Koenig Specials-მა გადააკეთა. კომპანიამ 3.6 ლიტრიან V8 ძრავს ორმაგი ტურბო, ინტერქულერები და ახალი შიდა კომპონენტები დაუმატა. დამატებითი სისტემების დასაყენებლად ავტომობილის ძრავის განყოფილების გადაკეთებაც გახდა საჭირო, რის გამოც კუპეს სახურავზე დიდი ჰაერის შემყვანი გაუჩნდა.

სუპერქარმა ასევე მიიღო სპორტული გადაბმულობა, სპეციალური მუხრუჭები და ინდივიდუალური გამონაბოლქვის სისტემა. თუმცა ძრავის საბოლოო სიმძლავრე გამყიდველს არ დაუკონკრეტებია.

შემდგომ წლებში ავტომობილი კიდევ ერთხელ გადააკეთეს – დაამატეს Brembo-ს კარბონ-კერამიკული მუხრუჭები, ახალი დისკები და აგრესიული აეროდინამიკური პაკეტი დიდი უკანა ანტიფრთით.

ბოლო და ყველაზე რადიკალური ცვლილება 2024 წელს განხორციელდა, როდესაც Ferrari მთლიანად მკვეთრ იისფერ ფერში შეღებეს. სალონში დაამონტაჟეს Sparco-ს კარბონის სპორტული სავარძლები, ინტერიერი კი ძარის ფერთან შესატყვისი ალკანტარით გააფორმეს. 

48 ათასი კილომეტრის გარბენის მქონე ავტომობილი აუქციონზე ნამდვილ ექსკლუზივად მიიჩნეოდა, თუმცა საბოლოოდ მისი ფასი შედარებით მოკრძალებული აღმოჩნდა.
 
 
 
 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები