LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევერესტზე 300-ზე მეტი ალპინისტი საცობში მოხვდა – ფოტო

106
ქირიას NEWS შაბლონი (1)

ევერესტზე უზარმაზარი საცობი წარმოიქმნა მას შემდეგ, რაც 300-ზე მეტმა ალპინისტმა ერთად მოისურვა ასვლა. შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა და სწრაფად გახდა ვირუსული.

ვიდეოში ჩანს, რომ ასობით მთამსვლელი ერთ ვიწრო მონაკვეთზეა გაჩერებული და წინსვლას ნელა, რიგრიგობით ცდილობს. საცობი განსაკუთრებით რთულ პირობებში წარმოიშვა – მაღალ სიმაღლეზე, სადაც ჟანგბადის ნაკლებობა და ექსტრემალური ამინდი დამატებით რისკებს ქმნის.

ექსპერტების თქმით, ასეთი მასშტაბური შეფერხება ევერესტზე იშვიათი არ არის, განსაკუთრებით სეზონზე, როდესაც ამინდის მოკლე „ფანჯარაში“ ერთდროულად ბევრი ჯგუფი ცდილობს მწვერვალის დაპყრობას.

მთამსვლელები იძულებულნი არიან საათობით, ზოგჯერ კი უფრო დიდხანსაც დაელოდონ, სანამ ვიწრო ბილიკზე გადაადგილება უსაფრთხო გახდება. ასეთ სიტუაციებში ყველაზე დიდი საფრთხე ჟანგბადის დეფიციტი და მოყინვის რისკია.

კადრები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად გადატვირთულია მსოფლიოში ყველაზე მაღალი მთა პოპულარული სეზონების დროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები