განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდი, რომელიც დაიწყება დილით, 8:12 საათზე და გასტანს 11:00 საათამდე. ამ პერიოდში მთვარის ნეგატიური ენერგია ზედმეტად ადუნებს ადამიანების ყურადღებას, რაც შესაძლოა გახდეს არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი. ეს დრო უდიდეს სიფრთხილეს მოითხოვს როგორც მძღოლებისგან, ისე ქვეითად მოსიარულეებისგან.
დღის რეკომენდაციები – დღევანდელი დღე მთლიანობაში ხელს უწყობს საჩუქრების გაკეთებასა და საქველმოქმედო საქმიანობას. მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი ემოციები; მოერიდეთ სარკასტულ გამოთქმებს, ნუ იქნებით ზედმეტად პირდაპირი და ეჭვიანი – ხასიათის ეს შტრიხები მხოლოდ უსიამოვნებებს გამოიწვევს. სამაგიეროდ, კარგი დღეა სულიერი განვითარებისთვის, საქმიანი წარმატებისთვის, სასიყვარულო კონტაქტებისა და მსხვილი შენაძენების განსახორციელებლად. მოერიდეთ ნოტარიული საბუთების გაფორმებას. არ არის სასურველი სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღება, მგზავრობა, ადგილსამყოფლის, მათ შორის ბინის შეცვლა და სესხის აღება. დღე ხელსაყრელია ნადირობისთვის, თევზაობისთვის, ავტომობილის ყიდვა-გაყიდვისთვის, თვითშემეცნებისთვის, საკუთარი კომპეტენტურობის გამოსავლენად და ლექციების ჩასატარებლად. დღევანდელი სიზმრები კი მიგანიშნებენ თქვენი ცხოვრებისეული წარმატებების შესახებ.
ჯანმრთელობა – დღეს მეტად ეფექტურია ყელ-ყურ-ცხვირისა და ენდოკრინული სისტემის მკურნალობა. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება შარდსასქესო და რეპროდუქციული სისტემა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) არ არის მიზანშეწონილი. მოერიდეთ რენტგენოლოგიურ კვლევებს, სხივურ თერაპიასა და გინეკოლოგთან ვიზიტს. საკვებ რაციონში დღეს მეტი რაოდენობით შეიტანეთ ბრინჯი, ცხიმიანი თევზი და ისპანახი.
დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან გამოიყენეთ ოპალი, თოფაზი, ობსიდიანი, მარჯანი და იასპი – ეს ქვები, მათი გამოყენების შემთხვევაში, მეტად მოიზიდავენ თქვენკენ სასიკეთო ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. რაც შეეხება ფერებს, ტანსაცმელში პრიორიტეტი მიანიჭეთ წითელ, შავ, მწვანე, ლურჯ და ცისფერ ტონებს. ეს ფერები, როგორც ცალ-ცალკე, ისე კომბინაციაში, საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები – დღევანდელი დღე დადებითია თხის რქისა და თევზების ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია პერიოდი ვერძისა და ტყუპების ზოდიაქოს ნიშანთათვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის წარმატების კუთხით დღე საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.