LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 2 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2594
მიხეილ ცაგარელი

მიაქციეთ ყურადღება უკურსო მთვარის პერიოდს, რომელიც დაიწყება დღის მეორე ნახევარში, 14:48 საათზე და გაგრძელდება 24:00 საათამდე. ამ დროს ყურადღება მკვეთრად დუნდება, რაც ზრდის ტრავმებისა და შეცდომების რისკს. მძღოლებსა და ქვეითებს ორმაგი სიფრთხილე მართებთ. საღამოს ნუ დაიწყებთ ახალ, მნიშვნელოვან საქმეებს – ყველა საპასუხისმგებლო საკითხი დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ.

დღის ზოგადი ტენდენციები:

დღე მთლიანობაში სასიკეთოა კულინარიისთვის, ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის, სიყვარულისა და ქორწინებისთვის, ახალი ნაცნობობისთვის, თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურული ღონისძიებებისთვის.

კარგი დროა ვაჭრობისთვის, მოგზაურობისთვის, მშენებლობისთვის, შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მცენარეების დარგვა-გადარგვისა და მორწყვისთვის, ასევე ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიის, კოსმეტიკის, ავეჯის, შინაური ცხოველებისა და ხელოვნების ნიმუშების შესაძენად.

დღის რეკომენდაციები:

მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, ხალებისა და პაპილომების მოცილებას. აკონტროლეთ თქვენი ბიუჯეტი და მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს. ნუ მიიღებთ სულსწრაფ გადაწყვეტილებებსაც. გაითვალისწინეთ, დღევანდელი სიზმრები არ ახდება.

ჯანმრთელობა:

ეფექტურია შარდ-სასქესო სისტემის მკურნალობა, სუნთქვითი ვარჯიშები, ასევე სახის, კანისა და თმის მოვლა. სუსტდება ყელი, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავი, ყურების ზონა და ცხვირის არე. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის. ასევე, მოერიდეთ ცივ გაზიან სასმელებს, გაციებასა და კისრის მკვეთრ მოძრაობებს.

დღის მინერალები და ფერები:

სასიკეთო კოსმიური ენერგიების მოსაზიდად გამოიყენეთ აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, მარჯანი და ზურმუხტი. ფერებიდან ტანსაცმელში – ყავისფერი, ლიმონისფერი, მწვანე, ბეჟი და ტერაკოტისფერი ტონები საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე კარგია კუროსა და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

შედარებით დაძაბულია ტყუპებისა და მშვილდოსნის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები