ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი რონალდო 700 გოლიანია. მხოლოდ 5 ფეხბურთელმა გაიტანა უფრო მეტი.
მათ შორისაა პელე და არ არის მესი.
ამ დაუჯერებელ შედეგს კრიშტიანომ ჩემპიონთა ლიგაზე „ატლეტიკოს“ კარში გატანილი სამი გოლით მიაღწია. ამისთვის მას 987 მატჩი დასჭირდა.
ფეხბურთის მთელი ისტორიის განმავლობაში ამაზე უკეთეს შედეგს ხუთმა ფეხბურთელმა მიაღწია. ესენია: იოზეფ ბიცანი (805 გოლი), რომარიო (772), პელე (767), ფრენც პუშკაში (746) და გერდ მიულერი (735).
„ბარსელონას“ ფორვარდი ლეო მესი სიაში ჯერ მეშვიდეა – 678 გოლი.
რონალდოს თავისუფლად შეუძლია სამეულში შევიდეს (თუ მეტი არა), ისევე როგორც მესის, რომელიც კრიშტიანოზე ორი წლით უმცროსია.
რონალდოს უთამაშია „სპორტინგში“, „მანჩესტერსა“ და „რეალში“. ამჟამად ის „იუვენტუსისა“ და პორტუგალიის ნაკრებში თამაშობს.
ბარემ ესეც ვთქვათ: რონალდომ ჩემპიონთა ლიგაზე უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე მადრიდის „ატლეტიკომ“. პორტუგალიელის ანგარიშზე 124 გოლია, მადრიდულმა კლუბმა კი სულ 118 გაიტანა. კრიშტიანოს გოლების რაოდენობა ამ ტურნირზე მოთამაშე 118 გუნდის მაჩვენებელზე უკეთესია.