„მანჩესტერ სიტიმ“ „ნაიკის“ 9 კომპლექტი ფორმის მიქსი გააკეთა.
ეს 6 წლის თანამშრომლობის საპატივსაცემოდ.
„სიტიმ“ არასტანდარტული ფორმა აჩვენა და სხვადასხვა სეზონების დიზაინი ერთმანეთში აურია.
მაისური აწყობილია 9 საუკეთესო კომპლექტისგან, რომლებიც „სიტისა“ და „ნაიკის“ თანამშრომლობის პერიოდში დამზადდა. ფორმა გუნდის ნახევარმცველმა ფილ ფოდენმა წარადგინა.
ამასობაში, მომდევნო სეზონის მესამე ფორმა აჩვენა მადრიდის „რეალმა“.
ის ფირუზისფერ ტონებშია გადაწყვეტილი.
Footy Headlines-ის ცნობით, ფორმის ოფიციალური პრეზენტაცია ივლისში ან აგვისტოში მოხდება. დიზაინი დაფუძნებულია adidas-ის გლობალურ შაბლონზე, რაც სხვა ევროპულ გრანდებშიცაა გავრცელებული.