LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარადონა 59: დღეს დონ დიეგოს დაბადების დღეა

757
TODAY-IN-HISTORY-diego

დიეგო მარადონა – მსოფლიოს ყველა კუთხეში იციან ეს სახელი. ფეხბურთის შექსპირი, მიქელანჯელო, რომელმაც ეს საყოველთაო თამაში თავისი გენიალურობით და არადამიანური სიდიადით ისეთ დონეზე აიყვანა, რომ რიგით ადამიანებს ბედნიერებას ანიჭებდა და აღტაცებაში მოყავდა. ის იყო თავად ხელოვნება მოედანზე და აკეთებდა ისეთ რაღაცეებს, რაც არ ჯდებოდა ჩვეულებრივი ნიჭიერი ადამიანის ჩარჩოში.

1960 წლის 30 ოქტომბერი – სამუდამოდ ჩაიწერა მსოფლიო სპორტის ისტორიაში.

 

ფეხბურთელის გენებში იტალიურთან ერთად ხორვატული სისხლიც ჩქეფს. აღსანიშნავია, რომ ის მარკო პოლოს შორეული ნათესავია.

პატარა დიეგოს პირველი ბურთი 7 წლის ასაკში ბიძაშვილმა აჩუქა. იგი იმდენად აღფრთოვანდა საჩუქრით, რომ მას ძილშიც არ იშორებდა. თუ როგორ უნდა ევარჯიშა ბურთით, პირველად მამამ აჩვენა.

 

დიეგომ “ბარსელონასთან“ 6-წლიანი კონტრაქტი 1982 წელს გააფორმა და მისი ღირებულება 8 მილიონი დოლარი იყო. თავად ფეხბურთელს 3 მილიონი ერგო.

„ნაპოლის“ წევრი მარადონა 1984 წელს გახდა. კონტრაქტის ღირებულება 7 მილიონი იყო. სწორედ მარადონას იქ ყოფნის დროს კლუბმა თავისი არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო ქვეყნის ჩემპიონის ტიტული. ამის აღსანიშნავად ქალაქის ყველა შადრევანი თუ ქანდაკება მარადონას მაისურით მორთეს.

1986 წლის ზაფხულში მარადონას „მილანიდან“ მაცდური წინადადება შეთავაზეს. კლუბის პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი არგენტინელს იმაზე ორჯერ მეტ თანხას დაპირდა, რასაც ის „ნაპოლში“ იღებდა. გარდა ამისა, მას მილანის ცენტრში ფეშენებელურ სახლსაც მისცემდა. მარადონამ ყველაფერზე უარი განაცხადა. ამისთვის „ნაპოლის“ ხელმძღვანელობამ მას უნიკალური Ferrari F-40 აჩუქა.

მარადონა იტალიაში საშემოსავლო გადასახადს არ იხდიდა, რის გამოც მას იტალიის 40 მილიონი დოლარი ვალი ქონდა. საინტერესოა, რომ ეს ვალი ფეხბურთელს დღემდე არ გადაუხდია. ამიტომ, როცა კი იტალიაში აღმოჩნდება, ცდილობენ დავალიანება ამოიღონ. ფეხბურთელს ართმევენ ყველა ძვირფას ნივთს, რაც კი მას აღმოაჩნდება. მათ შორის იყო Rolex-ის საათი, რომელიც აუქციონზე 25 ათას დოლარად გაიყიდა.

 

მარადონამ საუკეთესო საფეხბურთო წლები „ნაპოლიში“ გაატარა და სწორედ ცეცხლოვან ნეაპოლიტანურ მიწაზე ჩქეფდა პირადი ცხოვრებაც.
ვინმე ფელიჩე პიცა ამტკიცებდა, რომ დიეგოს 12 ათასი ქალი ყავდა ნეაპოლში ცხოვრების პერიოდში – დაახლოებით დღეში 5 ქალი გამოდის.

 

მარადონასთვის გვერდი არ აუვლია ადგილობრივ სახელგანთქმულ მაფიასაც. პრესა წერდა მის კავშირებზე „კოზა ნოსტრას“ ბოსთან ჯულიანოსთან. მოგვიანებით მაფია დაეხმარა დიეგოს ეპოვა მოპარული „ოქროს ბურთი“ და რამდენიმე ძვირფასი საათი, თუმცა ბურთი უკვე გადაედნოთ ოქროს ფირფიტებად.

 

1986 წლის 22 ივნისს მარადონამ ისტორიული და დაუვიწყარი გოლი გაიტანა, რომლის გამო მეტსახელი „ღმერთის ხელი“ უწოდეს. მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინა-ინგლისის მატჩის დროს, „აცტეკას“ 120 ათასიან სტადიონზე, მან ინგლისელთა მეკარე პიტერ შილტონს გოლი მარცხენა ხელით გაუტანა. ამ დროს მსაჯმა დარღვევა ვერ შეამჩნია, თავად მარადონამ კი თქვა, რომ ხელით თამაში არ ყოფილა.

მოგვიანებით დიეგომ სიმართლე აღიარა და ბოდიშიც მოიხადა.
90-იანი წლების ბოლოს მარადონას ფანებმა კუმირის სახელობის ტაძარი დააარსეს. ამ დროისთვის ტაძრის მრევლი 100 ათასზე მეტი ადამიანია. აღსანიშნავია, რომ ტაძარს თავისი საეკლესიო დღეები აქვს. მათ შორისაა: 29-30 ოქტომბერი – “დაბადება” და 22 ივნისი – აღდგომა, რომელიც არგენტინის ინგლისზე გამარჯვებას ეძღვნება.

ფიფამ მარადონა მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა. მას ხმა გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა მისცა. თუმცა, მუხედავად ამისა, ეს ტიტული ფედერაციის გადაწყვეტილებით პელეს გადაეცა. ამით მარადონა განაწყენდა და განაცხადა, რომ დაჯილდოვების ცერემონიას საერთოდ არ დაესწრებოდა. ამიტომ ფედერაციამ ერთდროულად ორი დიადი ფეხბურთელი აირჩია. მარადონამ თავისი ჯილდოს აღების შემდეგ დარბაზი დატოვა და პელეს დაჯილდოვებას აღარ დაესწრო.

მარადონა ყველა დროის ყველაზე დიდია: დიეგომ მესის აჯობა

2004 წელს ნარკოტიკების მოხმარების გამო ფეხბურთელმა 120 კილოგრამამდე მოიმატა. ეს მაშინ, როცა მისი სიმაღლე მხოლოდ 165 სანტიმეტრია. გულის შეტევის გადატანის შემდეგ ფეხბურთელი კლინიკაში დაწვა, სადაც მას კუჭის ნაწილი ამოაჭრეს. ამას მკაცრი დიეტები მოყვა, რის შემდეგაც მარადონას წონა 70 კილომდე დავიდა.

ერთხელ ჩემი და აბაზანაში შევიდა, იქ კი მამა ნარკოტიკს იღებდა

ცნობილმა რეჟისორმა ემირ კუსტურიცამ მარადონაზე ფილმი გადაიღო და მას ასევე უბრალოდ უწოდა – „მარადონა“. ეს არ არის მხოლოდ ბიოგრაფიული ფილმი, ეს არის დიდი ადამიანის ისტორია, მოთხრობა მის ბედზე და ოჯახზე, მის პოლიტიკურ შეხედულებებზე.

ცალკე ასახულია ბრძოლა ნარკოდამოკიდებულებასთან, მეგობრობა უგო ჩავესთან და ფიდელ კასტროსთან, ასევე „ღმერთის ხელი“.

დიეგო მარადონას შესახებ დაიწერა და გამოქვეყნდა უზარმაზარი ოდენობის სტატიები და წიგნები. ავტობიოგრაფიული წიგნი „მე ვარ დიეგო“ ქართულადაც არის ნათარგმნი, რომლის ავტორი დათო ტურაშვილია.

მარადონა გახდა ბევრად მეტი, ვიდრე დიდი ფეხბურთელი. ის გადაიქცა ცოცხალ ლეგენდად, ადამიანად, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს მასებზე და პოლიტიკურ ლიდერებზე.

 

მარადონას ციტატები
„არგენტინა – ეს მე ვარ“
„დედა ყოველთვის საუკეთესოს მეძახდა. მე კი დედასთან კამათი არ მჩვევია.“
„მე მომწონს ის, რომ მსოფლიოში ჰომოსექსუალები არიან. ჩვენ უფრო მეტი ლამაზი ქალბატონი დაგვრჩება.“
„მე ვაღიარებ მხოლოდ ორ შვილს – დალმასა და ჯანინს. ყველა დანარჩენი – ჩემი ფულისა და შეცდომების ნაყოფია.“
„ჩემი ქალიშვილების საქმროებს უბედურება დაემართებათ, თუკი ისინი მათ ერთხელ მაინც აატირებენ.“
„ცოლს არ ვღალატობდი. და ეს რომც გამეკეთებინა, არასდროს ვაღიარებდი.“

 

მსოფლიო სპორტის მოვლენა დიეგო მარადონა თბილისშიც არის ნამყოფი. ის ჩვენს დედაქალაქში 2008 წლის 22 ოქტომბერს ჩამოვიდა. მაშინ მარადონამ საქართველოში მისი ჩამოსვლის მიზეზად ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერა დაასახელა. 25 ოქტომბერს მარადონას მეგობრების გუნდმა ვეტერან ქართველ ფეხბურთელებთან ამხანაგური მატჩი გამართა.

მარადონა დინამოში რომ გადმოვიდეს, ძირითადში ადგილს თუ დაიმკვიდრებსო

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები