არგენტინელი ლეგენდის დიეგო მარადონას ქალიშვილმა ჯანინამ მამის ნარკოდამოკიდებულებაზე ისაუბრა.
„ჩემი და, დალმა ერთხელ სააბაზანოში შევიდა, იქ მამა ნარკოტიკს მოიხმარდა. არასოდეს ვაპატიებ იმას, როგორ გვექცეოდა. მაგრამ ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ შვილის და დისშვილების სიმშვიდისთვის“, – ჯანინას სიტყვებს The Sun წერს.
მან ისიც გაიხსენა, რომ ადრე, როდესაც მარადონა ნარკოდამოკიდებულებისგან მკურნალობდა, ის 15 წლის იყო და ერთხელ მამასთან პალატაში მოხვედრა სცადა. „მაშინ არ შემიშვეს. მე წავედი, ის კი პალატაში დარჩა, ეს საშინელება იყო“, – მოყვა ქალი.
ჯანინა „მანჩესტერ სიტის“ ვარსკვლავის სერხიო აგუეროს ყოფილი ცოლია, მათი ბიჭი ბენჯამენი ახლა 10 წლისაა.
მარადონა კოკაინზე დამოკიდებულად 1980 წლების შუაწელიდან 2004 წლამდე მიიჩნეოდა.
ამჟამად დიეგო მექსიკური „დორადოსი“ მწვრთნელია.