LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tesla–ს უცნაური პიკაპი ჯერ არ გამოსულა და უკვე ყველას უნდა

160
tesla-

კომპანიამ პრემიერიდან ორ დღეში 146 ათასი შეკვეთა მიიღო

კომპანია Tesla–ს ახალი ელექტროპიკაპის Cybertruck–ის პრემიერა რამდენიმე დღის წინ ქონდა. მოდელმა საკმაოდ უჩვეულო დიზაინი მიიღო, მაგრამ მის მახასიათებლებში ბევრი საინტერესო დეტალიც იყო. მაგალითად ის რომ, პიკაპი იგივე მასალისგანაა აწყობილი, რომელსაც „ტესლა“ SpaceX–ის რაკეტისთვის იყენებს და შესაბამისად, პიკაპი ტყვიაგაუმტარი გამოვიდა.

რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, პიკაპმა საკმაოდ მძლავრი ძრავი მიიღო და ერთი დამუხტვით 400–დამ 800 კმ–მდე მანძილს გადის. რაც შეეხება ღირებულებას ფასი „ტესლას“ ტრადიციებით – 40 ათასი დოლარიდან იწყება.

მწარმოებელმა ის ფაქტიც აღნიშნა, რომ სიახლე ბაზარზე მხოლოდ 2021 წლიდან გამოვაო, თუმცა ავტომოყვარულებმა წინასწარ თადარიგის დაჭერა გადაწყვიტეს და პიკაპი პრემიერის დღესვე შეიძინეს.

სასიხარულო სიახლე საზოგადოებას ბრენდის დამაარსებელმა ილონ მასკმა ტვიტერის მეშვეობით ამცნო. მილიარდელის განცხადებით, კომპანიამ 146 ათასი წინასწარი შეკვეთა მიიღო. ამასთან, მან ისიც აღნიშნა, რომ მომხმარებელთა უმრავლესობას ორძრავიანი მოდელი სურს, მეორე ადგილს სამძრავიანი იკავებს, რაც შეეხება ერთძრავიანს – მასზე მოთხოვნა ძალიან დაბალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები