LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპარტაკს ანანიძის მოშორება უნდა: ფულს ჩვენ გადავიხდით ოღონდ წადი

124
18010009-10155375710359427-6411881719611348173-n

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ჯანო ანანიძე 10 წელია მოსკოვის „სპარტაკში“ ირიცხება. ქართველი ნახევარმცველი მცირე ხნით ორჯერ გაანათხოვრეს რუსულ გუნდებში, თუმცა ძირითადად „სახალხო გუნდშია“ და როგორც წესი ან არ თამაშობს ან ძალიან ცოტას. მიუხედავად ამისა, ჯანო მაინც არ წავიდა რუსეთიდან. ახლა კი თავად კლუბს სურს მოიშოროს უსარგებლო ფეხბურთელი და ამაში არც ფულის ხარჯვაც არ ენანება.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დომენიკო ტედესკომ 27 წლის ქართველს პირდაპირ უთხრა, რომ მას გაუჭირდება ძირითადში მოხვედრა და სხვაგან წასვლის ვარიანტის განხილვა შეთავაზა.

თუ ანანიძე მოძებნის ახალ კლუბს, „სპარტაკი“ მომდევნო წლის დეკემბრამდე ხელფასის სხვაობას დაფარავს. ამჟამად ჯანო 1.7 მლნ ევროს იღებს წლიურად.

ანანიძემ წელს მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

როგორც საუბრობენ, ანანიძე შესაძლოა ტულის „არსენალმა“ ინათხოვროს, ან „როსტოვმა“, სადაც ქართველს უკვე უთამაშია იჯარით. ასევე სახელდება ათენის აეკ და კვიპროსის „ანორთოსისი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები