LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესიმ ყველაზე მეტი მოიგო

89
mini-2019-11-28-OTRO-BARCELONA-DORTMUND-29

“ბარსელონას” ფორვარდმა ლიონელ მესიმ ესპანეთის ჩემპიონატში ბოლო ათწლეულში 260 მატჩი მოიგო.

ეს საუკეთესო მაჩვენებელია ტოპ 5 ლიგებში. საუკეთესო სამეულში შევიდნენ “ბარსას” ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი (245 მოგება) და აწ უკვე “იუვენტუსის” ფორვარდი და მანამდე “რეალის” მთავარი გამტანი კრიშტიანო რონალდო (244).

შემდეგ მოდიან “ბაიერნის” ფორვარდი ტომას მიულერი (228), “ბარსელონას” მცველი ჟერარ პიკე და “რეალის” თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა (219).

ლა ლიგის ამ სეზონში მესიმ 19 ქულა მოაგროვა (13+6).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები