Sky Sports-მა ათწლეულის საუკეთესო სპორტსმენების რეიტინგი შეადგინა.
მეხუთე ადგილზეა დაუმარცხებელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი.
მეოთხეზე გავიდა „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი. ათი წლის განმავლობაში მან ხუთჯერ მოიგო „ოქროს ბურთი“, გაიტანა 521 გოლი და მისცა 191 საგოლე პასი.
ვის აჯობებს წლის სპორტსმენებმა?
წლის სპორტსმენი მესია, წლის გუნდი „ლივერპული“
მისი მთავარი მეტოქე კრიშტიანო რონალდო მესამეა, რომელმაც ოთხი „ოქროს ბურთი“ მოიგო ათ წელიწადში. 2012-დან 2018 წლამდე ის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი იყო.
მეორე ადგილზე „მერსედესის“ პილოტი ლუის ჰემილტონი გავიდა.
პირველი კი ჩოგბურთელი სერენა უილიამსია.