LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,დიდი სცენის” პირველი ლაივ კონცერტის ლიდერი და ჟიურის ახალი წევრი – ,,რუსთავი 2″-ის მეგაშოუმ ლაივში გადაინაცვლა

1302
page

კვირას, 5 იანვარს, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ის პირდაპირ ეთერში მეგაშოუს „დიდი სცენა“ პირველი ლაივ კონცერტი გაიმართა, დიდი სცენის დიდი ათეული მაყურებლის წინაშე პირველად წარსდა. ლაივშოუზე შესრულდა როგორც ქართული, ისე უცხოური სიმღერები. სწორედ პირველ ლაივ კონცერტზე გაირკვა ჟიურის მე-4 წევრის ვინაობაც – სალომე კორკოტაშვილთან, გიორგი ცაგარელთან და ნატო მეტონიძესთან ერთად კონკურსანტებს პოეტი და მომღერალი ერეკლე დეისაძე შეაფასებს, რომელიც საქართველოში სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

რაც შეეხება კონკურსის წესებს, ჟიურის წევრები კონკურსანტებს 10 ბალიანი სისტემით შეაფასებენ, შეფასებას მაყურებლის ხმებიც დაემატება, ხმის მიცემა კი უფასოა.

პირველ ლაივ შოუზე კონკურსი არცერთმა მონაწილემ არ დატოვა. რაც შეეხება ლიდერს, შოუს ლიდერი, ცოტნე გელოვანი გახდა.

ლაშა გუჯაბიძე და ზურა მარგოშვილი კი შოუს აუთსაიდერებად დასახელდნენ, ისინი მომდევნო ლაივ კონცერტს დუეტით გახსნიან და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, თუ ვინ დატოვებს მეგა შოუს.

მომდევნო ლაივ კონცერტი კვირას, 12 იანვარს, 22 საათზე, რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში  შედგება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები