ტეხასში კობი ბრაინტის პატივსაცემად ახალი გრაფიტი გააკეთეს, რომელიც ვანდალებმა შეურაცხყვეს.
ნახატზე გამოჩნდა წარწერა – „მოძალადე“ – ამის შესახებ ქალაქ ოსტინის მცხოვრებმა აცნობა.
2003 წელს ბრაიანტი ეჭვმიტანილი იყო 19 წლის სასტუმროს თანამშრომლის გაუპატიურებაში, თუმცა გოგონამ მოგვიანებით უკან გაიწვია სარჩელი.
სხვათა შორის, ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში ფემინისტურმა მოძრაობამ მოუწოდა, რომ არ იგლოვონ ნბა-ს ლეგენდა, რისი მიზეზი სწორედ ახალგაზრდა ქალზე ძალადობაა. ხელმომწერთა შორის ცნობილი ადამიანებიც იყვნენ, მათ შორის ამერიკელი მსახიობი ევან რეიჩელ ვუდი, გერმანელი მწერალი ლორენ ჰოფი. მათ კობის საწინააღმდეგო პოსტები დაწერეს.
ლეგენდარული კალათბურთელის კერძო ვერტმფრენი 26 იანვარს დილით ლოს ანჯელესთან ახლოს დაიმსხვრა, რასაც კობის ქალიშვილის და კიდევ 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.