კობი ბრაიანტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის წინ პილოტი შეეცადა ღრუბლების ფენიდან გამოსულიყო, აეკრიფა სიმაღლე, მაგრამ ამის ნაცვლად ვერტმფრენი ძირს დავარდა, იუწყება Reuters. ღია სივრცეში გასვლის მცდელობასა და ჩამოვარდნას შორის 60 წამი გავიდა. ჩამოვარდნის სავარაუდო სიჩქარე 610 მეტრია წუთში. ამ წუთისთვის გამომძიებლებს არ შეუძლიათ ზუსტად თქვან, რა გახდა საფრენი აპარატის ასეთი მკვეთრი დაშვების მიზეზი.
ვარაუდობენ, რომ ვერტმფრენს არანაირი დაზიანება არ ქონდა.
გამოძიება დაახლოებით ერთ წელიწადს გასტანს. კატასტროფის ძირითადი ფაქტორებია – ნისლი, ღრუბლები და შეზღუდული ხილვადობა.
რატომ ჩამოვარდა კობის ვერტმფრენი: პირველი დეტალები ცნობილია (ვიდეო)
ინტერნეტში გამოჩნდა ვერტმფრენის ვიდეო, რომელიც ტრაგედიამდე ნახევარი საათით ადრეა გადაღებული. კალიფორნიის მცხოვრები სისტემატურად იღებს მის სახლთან მომხდარ უჩვეულო რაღაცეებს, იმ დღეს კი კობის ვერტმფრენი გადაიღო.
I try and video /photograph all the weird stuff happening above my house in Glendale,CA. Unfortunately this morning I didn’t realize I was filming the helicopter Kobe Bryant, his daughter and others were in 31 minutes before they crashed . RIP pic.twitter.com/8zdiplvEbv
— THEIR ONLY DREAMS (@theironlydreams) January 27, 2020
ნბა-ს 5-გზის ჩემპიონის ვერტმფრენი 26 იანვარს ჩამოვარდა და კალათბურთელთან ერთად მისი ქალიშვილი და კიდევ 7 ადამიანი დაიღუპა.