LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ჩამოვარდა კობის ვერტმფრენი: პირველი დეტალები ცნობილია (ვიდეო)

1447
23962752-0-image-a-96-1580182177014

კობი ბრაიანტის ვერტმფრენი ძლიერ ნისლში მიფრინავდა. პილოტმა იცოდა ამის შესახებ დისპეტჩერისგან.

პირველი დეტალები ცნობილი გახდა.

გამოძიების პირველად ანგარიშს ათი დღის განმავლობაში გამოაქვეყნებენ, მაგრამ საიტმა FlightRadar ზოგიერთი მონაცემი უკვე გამოაქვეყნა. პროექტი რეალურ დროში თვალს ადევნებს თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების გადაადგილებას მთელ მსოფლიოში.

ბრაიანტის ვერტმფრენი პილოტთან და ექვს მგზავრთან ერთად ადგილობრივი დროით 9:06 საათზე აფრინდა. ლოს ანჯელესის თავზე ძლიერი ნისლი იყო, ფრენის 25-ე წუთზე 911-ში პირველი სიგნალი შევიდა. სავარაუდოდ ვერტმფრენი ბორცვს შეეჯახა.

პილოტმა იცოდა ნისლის შესახებ დისპეტჩერებისგან. მოცდის ზონაში გატარებული გარკვეული დროის შემდეგ ვერტმფრენს აფრენის ნება დართეს. ის 600 მეტრ სიმაღლეზე ავიდა, მარცხნივ მოტრიალდა, 420 მეტრამდე დაეშვა და 290 კმ/სთ სიჩქარით გორაკს შეეჯახა.
„თქვენ იმყოფებით ძალიან დაბლა“ – ასეთია დისპეტჩერის ბოლო სიტყვები პილოტისადმი, რაც ჩანაწერშიც ისმის.

 

ლეგენდარული კალათბურთელის კერძო ვერტმფრენი 26 იანვარს, დაახლოებით დილის 10 საათზე დაიმტვრა.

ვერტმფრენის მოდელი Sikorsky S-76 კობი ბრაიანტის კერძო გადაადგილების საშუალება იყო. ამით ის რამდენიმე წელი დაფრინავდა, ჯერ კიდევ „ლეიკერსში“ თამაშის დროს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები