ცნობილი გახდა ახალი კონტრაქტის დეტალები, რომელსაც “ბარსელონა” ლიონელ მესის შეთავაზებს.
La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტი და Transfermarkt-ის ექსპერტი ნიკოლო სკირა წერს: “ბარსელონა” მუშაობს მესისთან კონტრაქტის 2023 წლამდე გახანგრძლივებაზე წლიური 50 მილიონი ევროს ანაზღაურებით. მოლაპარაკებები გრძელდება”.
32 წლის არგენტინელის კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდეა.
მიმდინარე სეზონში ლეომ 31 მატჩში 24 გოლი გაიტანა.
“ბარსა” ლა ლიგის ლიდერია და 2 ქულით უსწრებს “რეალს”.