LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსა დიდ ცვლილებებს ამზადებს, გუნდები ერთმანეთს ეხმარებიან, ბაიერნი ლეგენდებს არჩევს – ამბები მოკლედ

94
2799323-57751470-2560-1440

მესი და რონალდო 2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგს სათავეში ჩაუდგნენ.

Diario Gol: პსჟ-მ და “მანჩესტერმა” რონალდოს წინადადებით მიმართეს. პორტუგალიელს “იუვენტუსიდან” წასვლა სურს.

“იუვენტუსის” ექს პრეზიდენტი რონალდოზე: “თქვა, რომ დედასთან მიდიოდა, თავად კი უზარმაზარ აუზთან ფოტოებს იღებს”.

The Telegraph: ფიფამ შესაძლოა სატრანსფერო ფანჯარა იანვრამდე გაახანგრძლივოს.

პრემიერლიგის ტოპ 10-ის კლუბები CAS-ს თხოვენ დაუყოვნებლივ გარიცხოს “სიტი” ჩემპიონთა ლიგიდან.

“ბარსელონა” ზაფხულში 8 ფეხბურთელს გაუშვებს.

“ბარსელონა” 40-50 მლნ ევროს თავაზობდა გლადბახის “ბორუსიას” ბომბარდირ პლეას სანაცვლოდ და უარი მიიღო.

Sport: “ბარსელონას” ფეხბურთელები არ თანხმდებიან ხელფასის შემცირებას უსარგებლო ტრანსფერების გამო.

ალაბამ უარი თქვა “სიტიში” გადასვლაზე. მას სანეში ცვლიდნენ.

“მანჩესტერს” უნდა, რომ გრიზმანი წაიყვანოს (Mundo Deportivo)

მოდრიჩმა “რეალს” ურჩია ვლაშიჩი იყიდოს (Defensa Central).

Calciomercato: ზლატანი საფეხბურთო აგენტი და რაიოლას პარტნიორი გახდება.

ლუკაკუ და ვიტცელი სამწვრთნელო კურსებს გაივლიან კარანტინის პერიოდში.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია მზადაა 500 მლნ ევრო გამოყოს კლუბების დასახმარებლად.

“ბაიერნი”, დორტმუნდის “ბორუსია”, “ლაიპციგი” და “ბაიერი” 20 მლნ ევროს გამოყოფენ გერმანიის სხვა კლუბების დასახმარებლად.

 

“ბაიერნმა” “ოთხი კუმირის” ჩელენჯში მიიღო მონაწილეობა და წესების თანახმად კლუბის ოთხი ლეგენდა დაასახელა.
ინგლისურენოვანმა ტვიტერმა ჩამოთვალა: რობენი, რიბერი, ლამი და მათეუსი.
აშშ-ში ფანების ექაუნთის ოთხეული: ბეკენბაუერი, გერდ მიულერი, კანი და შვაინშტაიგერი.
არაბული ენის ექაუნთი: კანი, ლამი, რიბერი და რობენი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები