LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი: ფიფა ინგლისს გაუქმებისკენ მოუწოდებს, საფრანგეთი კი გაჩერდა

78
2811764-58000308-2560-1440

ფიფას სამედიცინო კომიტეტის წარმომადგენელი მიშელ დოგუ მიიჩნევს, რომ პრემიერლიგის 2019/20 წლების სეზონი საბოლოოდ უნდა შეჩერდეს.

“სამყარო არ არის მზად ფეხბურთისთვის. გულითადად მჯერა, რომ ეს მალე შეიცვლება. მაგრამ დღეს მეტი მოთმინებაა საჭირო. ეს ყველაზე დრამატული სიტუაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. რეალისტები უნდა ვიყოთ. ფეხბურთი კონტაქტური სპორტია, ხოლო კონტაქტის თავიდან აცილება პირველია, რაზეც ყველა ლაპარაკობს.
საუბარია სოციალურ დისტანცირებაზე. ერთი მოთამაშეც რომ დაინფიცირდეს, მთელი გუნდი კარანტინში უნდა გადაიყვანო. ეს ნორმალურია? აქ ფულის საკითხი არ არის, ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. “ლივერპულს” ვერ მოთხოვ, “მანჩესტერს” ეთამაშოს და 2-მეტრიანი დისტანცია დაიცვას”, – უთხრა ფუნქციონერმა Sky Sports-ს.

Daily Mail-მა კი დაწერა, რომ პრემიერლიგის მოთამაშეებს კვირაში ორჯერ შეამოწმებენ ვირუსზე, ლიგა ტესტებზე 4.6 მლნ-ს დახარჯავს.

ამასობაში კი საბოლოოდ გადაწყდა, რომ საფრანგეთის ჩემპიონატს აღარ დაასრულებენ. ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ გათამაშების ლიდერი პსჟ ჩემპიონად გამოაცხადონ თუ არა.
ახალი ჩემპიონატის სტარტი 2020 წლის აგვისტო-სექტემბერისთვისაა დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები