ინგლისის მეორე საფეხბურთო ლიგის კლუბის, „პორტ ვეილის“ გულშემატკივრები სასიამოვნოდ გაოცებულნი დარჩნენ მას შემდეგ, რაც კლუბის „ტვიტერის“ გვერდის საშუალებით შეიტყვეს, რომ გუნდის ახალი ფორმა თავად პოპ-ვარსკვლავმა, რობი უილიამსმა წარადგინა. როგორც ირკვევა, ახალი სეზონისთვის კლუბის საშინაო და საგარეო ფორმების დიზაინზე ვარსკვლავმა თავად იმუშავა.
„ჩვენთან ყველაფერი კარგად მიდის. ამიერდან „პორტ ვეილმა“ მხოლოდ გამარჯვებებზე და წინსვლაზე უნდა იფიქროს“ – „დატვიტა“ თავად მომღერალმაც.
კითხვაზე, თუ როგორ მოახერხა მოკრძალებულმა და არც ისე მდიდარმა კლუბმა რობი უილიამსის „გადაბირება“? – პასუხი მარტივია. „პორტ ვეილი“ რობის მშობლიური ქალაქის, სტოკ ონ ტრენტის გუნდია, რომელსაც მომღერალი ბავშვობიდან ქომაგობს.
https://www.sports.ru/tribuna/blogs/greatness/2817579.html