საფრანგეთის ჩემპიონატი. ტრაგიკული შემთხვევა მოხდა მე-16 ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც „ლორიანი“ და „რენი“ თამაშობდნენ. მამაკაცი ნამსხვრევებიდან ამოიყვანეს და საავადმყოფოში გააქანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
სტადიონის თანამშრომელს განათების ბოძი დაეცა.
მოწყობილობამ თამაშის დასრულებიდან 10 წუთში უმტყუნა. ექსტრემალური სამსახურის თანამშრომლებს დაზარალებულის ამოსაყვანად კიდევ 40 წუთი დასჭირდათ. ექიმების მცდელობის მიუხედავად, ის მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა. დაღუპული 38 წლის იყო, მას 3 შვილი დარჩა.
„ეს „რენის“ ფეხბურთელ დალბერტის თვალწინ მოხდა და ის შოკურ მდგომარეობაშია. ის, რაც მოხდა, მართლაც ძალიან სერიოზული რამაა“, – ნათქვამია Telefoot-ის რეპორტაჟში.
„რენმა“ თამაში „ლორიანს“ 3:0 მოუგო.