LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში უპილოტო მატარებელი გამოჩნდება

74
deutchhab

პირველი ავტომატიზებული მატარებელი Deutsche Bahn-მა და Siemens-მა ITS-ის საერთაშორისო კონგრესზე წარადგინეს.

ეს არის მსოფლიოში პირველი მატარებელი, რომელიც სარკინიგზო გადაზიდვებს დამოუკიდებლად განახორციელებს.

სატრანსპორტო საშუალება ციფრული ტექნოლოგიებით იმართება და სრულად ავტომატიზებულია. მემანქანე მატარებელში რჩება, რათა მგზავრთა გადაადგილებას დააკვირდეს. ხოლო მანევრირება თუ მიხვევა-მოხვევა პერსონალის გარეშე ხდება. მატარებელი რადიოსიგნალის მეშვეობით იმართება. პროექტის ღირებულებამ 60 მილიონ ევროს გადააჭარბა.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რკინიგზის ტრანსპორტი უფრო ინტელექტუალური გავხადოთ. მატარებლები იდეალური გრაფიკით, წამობრივი სიზუსტით გადაადგილდებიან. ენერგომოხმარებაც ოპტიმიზირებულია,“- აცხადებენ იდეის ავტორები.

ციფრული მატარებლები დასაწყისისთვის ჰამბურგში გამოჩნდებიან და მგზავრებს ოთხ მარშრუტზე, დეკემბრის თვიდან მოემსახურებიან. მომავალი 10 წლის განმავლობაში კი ქალაქის მთელი რკინიგზის ციფრულ რეჟიმში გადაყვანა იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები