არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში მსოფლიოში ყველაზე დიდი და ყველაზე მაღალი „ეშმაკის ბორბალი“ გაიხსნა.
ატრაქციონს სახელად „დუბაის თვალი“ ეწოდება და მისი სიმაღლე 250 მეტრს შეადგენს.
„ეშმაკის ბორბალს“ ერთი სრული წრის შესასრულებლად დაახლოებით 30 წუთი სჭირდება და ერთ ჯერზე მასში 1 750 ადამიანი ეტევა.
აღსანიშნავია, რომ ატრაქციონი გრანდიოზული ფეიერვერკით გაიხსნა და ცერემონიას ასობით ადამიანი ესწრებოდა.