ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ილონ მასკის კომპანიის ფასი ტრილიონ დოლარს აჭარბებს.
Tesla-ს აქციების ღირებულება მას შემდეგ გაიზარდა, რაც ბრენდმა კომპანია Hertz Global Holding INC-თან კონტრაქტი გააფორმა. ამ უკანასკნელმა „ტესლას“ 100 ათასი ელექტროქარი შეუკვეთა. ინფორმაციის გასაჯაროებისთანავე, ამერიკული კომპანიის აქციების ღირებულებამ 9%-ით მოიმატა.
საინტერესოა, რომ მიუხედავად პანდემიური სირთულეებისა „ტესლამ“ გასულ წელს 500 ათასი ელექტროქარის გაყიდვა მაინც მოახერხა. წელს კი გაყიდვების მაჩვენებელი უკვე 627 000 მანქანაა.
თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ „ტესლა“ ბაზრის ლიდერია. ამ პოსტს კვლავინდებურად apple და Microsoft ინაწილებენ. პირველის საბაზრო ფასი 2.46 ტრილიონი დოლარი, მეორის კი 2.3 ტრილიონია.