LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთმა ტურისტებისთვის რეგულაციები გაამკაცრა

69
IMG-5379

საბერძნეთის მთავრობამ კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაამკაცრა. მიზეზი ინფიცირების შემთხვევების ზრდაა.

ამიერიდან საკვები ობიექტების, სავაჭრო ცენტრების თუ აუთლეტების მოსანახულებლად ადგილობრივებსა და ტურისტებს ვაქცინაციის სერტიფიკატი ან პსრ-ტესტის უარყოფითი პასუხი დასჭირდებათ, სხვა შემთხვევაში შიგნით შესვლას ვერ შეძლებენ.

აღსანიშნავია, რომ ახალი რეგულაციები პირველ ეტაპზე 22 ნოემბრამდე იმოქმედებს, შემდეგ კი შესაძლოა დრო გახანგრძლივდეს კიდეც.

ამასთან, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე ჯერ კიდევ შესაძლებელია მაღაზიების, აფთიაქების და ბენზინგასამართი სადგურების სტუმრობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები