LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტესლა“ ავტოპილოტის გამოყენებისას მძღოლებს გადაიღებს

300
teslanews

კომპანია „ტესლამ“ გადაწყვიტა, რომ ავტოპილოტის გამოყენების დროს მძღოლები დამატებითი სისტემით გააკონტროლოს.  სალონში დამონტაჟებული კამერები, მზერის მიმართულებას გადაიღებენ. ახალი ნორმის მიზანია, რომ მძღოლის მთელი ყურადღება გზაზე იყოს კონცენტრირებული, რათა ავარიების ალბათობა მაქსიმალურად გამოირიცხოს. ამასთან, ავტოპილოტის გამოყენებისას გადაღებაზე უარის თქმა შეუძლებელი იქნება. ელექტრომობილების ყველა მფლობელი ვალდებული იქნება, შეთანხმებას ხელი მოაწეროს.

წარსულში „ტესლა“ მძღოლების მდგომარეობას სპეციალური გადამცემების დახმარებით აკვირდებოდა. თუმცა, ელექტროქარების მონაწილეობით მთელი რიგი ავარიების შემდეგ, სპეციალისტები შეთანხმდნენ, რომ ეს საკმარისი არ არის. კონტროლის დამატებითი მექანიზმის სახით, „ტესლა“ მძღოლის მზერას გააკონტროლებს, ანუ სისტემას ზუსტად ეცოდინება ადამიანი გადაადგილების დროს უყურებს თუ არა გზას, მისი ყურადღება სმარტფონისკენ ხომ არ არის მიპყრობილი.

სარკის ქვეშ დამონტაჟებული კამერა უყურადღებობის აღმოჩენის შემთხვევაში მძღოლს ხმაურიანი სიგნალით გამოაფხიზლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები