კომპანია Mercedes-Benz-მა ახალი კონცეპტის Vision EQXX-ის ვიზუალი გაამხილა. ელექტრონულ სედანს ერთი დამუხტვით დაახლოებით 1000 კმ-ს გავლა შეუძლია, ამასთან მისი აკუმულატორი წინა მოდელებთან შედარებით 30%-ით უფრო მსუბუქია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პროტოტიპი მზის ენერგიითაც იმუხტება.
პირველი რაც მოდელის დანახვისას ავტო ჟურნალისტებს თვალში მოხვდათ – Vision EQXX არც ერთ სერიულ „მერსედესს“ არ ჰგავს. მან სრულიად ახალი არქიტექტურა Modular Architecture მიიღო. ჰიბრიდის აგრეგატი არც თუ ისე მძლავრია და 204 ცხენის ძალას შეადგენს. სვლის მარაგი 1000 კილომეტრია და მას 900 ვოლტის სიმძლავრის ელემენტი უზრუნველყოფს.
ავტომობილის სახურავში 117 მზის ფანჯარაა ჩამონტაჟებული და კონსტრუქცია მზიან დღეს 25 კილომეტრიან სვლის მარაგს უზრუნველყოფს.