LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიტოვებული Mercedes-Benz-ების რარიტეტულ კოლექციას აუქციონზე გაყიდიან

119
mercedes

გასაყიდად გამოიტანეს 240 რარიტეტული მანქანა, რომელიც სამხრეთ აფრიკაშია აღმოჩენილი. ადგილობრივი აუქციონის სახლი ფიქრობს, რომ ვინტაჟური მოდელების კოლექცია ეკუთვნოდა კონტინენტის ყველაზე ცნობილ კოლექციონერს, სახელად ლუის კუტცერს. არსებული ინფორმაციით, მეპატრონის სიკვდილის შემდეგ მანქანები მტვრის უზარმაზარმა ფენამ დაფარა. და როგორც იქნა, კოლექციონერის შთამომავლებმა მათთან გამომშვიდობება გადაწყვიტეს.

ლუის კუტცერმა მანქანების კოლექციის შეგროვება ღრმა ბავშვობაში დაიწყო. თავიდან ენთუზიასტი ავტომობილების მასშტაბურ ასლებს აგროვებდა, შემდეგ კი ნამდვილ სატრანსპორტო საშუალებებზე გადაერთო. კაცს ყველაზე მეტად Mercedes-Benz იზიდავდა და მთელი სიცოცხლის განმავლობაში გერმანული ბრენდის 200-ზე მეტი მოდელის ყიდვა მოასწრო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები