LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz-მა 310 000-ზე მეტი ავტომობილი გაიწვია – გაჩერებული მანქანა შესაძლოა თავისით დაიძრას

103
ქირიას NEWS შაბლონი (4)

Mercedes-Benz-მა აშშ-ში 310 667 ავტომობილის გაწვევა გამოაცხადა უსაფრთხოების დეფექტის გამო, რომელმაც შესაძლოა გაჩერებული მანქანის თავისით დაგორება გამოიწვიოს. პრობლემა ეხება 2019-2026 წლები A-Class-ს, CLA-ს, C-Class-ს, CLE-ს, GLA-ს, GLB-სა და GLC-ს მოდელების ნაწილს.

დეფექტი მძღოლის კარის საკეტში მოთავსებულ მიკროჩამრთველს უკავშირდება. ტენიანობის შეღწევის გამო ის შესაძლოა დაზიანდეს და სისტემა ვეღარ მიხვდეს, რომ მძღოლის კარი გაიღო. ასეთ შემთხვევაში ელექტრონული პარკირების მუხრუჭი ან Auto Park ავტომატურად აღარ ჩაირთვება, რის გამოც ავტომობილი შესაძლოა თავისით დაიძრას.

Mercedes-Benz-ის ინფორმაციით, ამ დეფექტით გამოწვეული ავარია ან ავტომობილის თვითნებური დაგორების შემთხვევა ჯერჯერობით დაფიქსირებული არ არის. მიუხედავად ამისა, კომპანია პრობლემას პრევენციულად აგვარებს და ყველა დაზიანებულ ავტომობილს უფასოდ შეაკეთებს. 

ავტომობილების მფლობელები ოფიციალურ შეტყობინებებს სექტემბრიდან მიიღებენ, ხოლო მანამდე სპეციალისტები მათ ურჩევენ, ავტომობილის გაჩერებისას პარკირების მუხრუჭი ყოველთვის ხელით გაააქტიურონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები