LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი კარგავს სპორტს და გუნდებსაც კი: გრძელი სია, რომელიც კიდევ გაიზრდება

75
rue5220e8a621

უკრაინაში არსებული ვითარება რუსულ სპორტს (სხვას რომ თავი დავანებოთ) ძალიან ვნებს. უეფამ სანკტ-პეტერბურგს უმალ ჩამოართვა ჩემპიონთა ლიგის ფინალი.
თუმცა ამის გარდა კიდევ უამრავი ცვლილებაა. ეს სრული სია ვერ იქნება, რადგან დიდი ალბათობით, ის კიდევ განახლდება.

რუსეთში სპორტი არ იქნება: ითამაშეთ სხვაგან – ფორმულა 1-მა სოჭის გრან-პრი გააუქმა

 

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მოუწოდა გადაიტანონ ან გააუქმონ ყველა შეჯიბრი რუსეთსა და ბელარუსში.

ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ-პეტერბურგიდან პარიზში გადაიტანეს.

რუსეთის ჩემპიონატის მატჩები – „კრასნოდარი“-„ლოკომოტივი“ და „როსტოვი“-კრილია სოვეტოვი“ – გადაიტანეს აეროპორტების დაკეტვის გამო.

რუსული კლუბები ევროთასებზე ყველა მატჩს ნეიტრალურ სტადიონებზე ჩაატარებენ.

რუსეთის ნაკრები უეფას ეგიდით მატჩებს ნეიტრალურ მოედნებზე გამართავს.

პოლონეთმა, შვედეთმა და ჩეხეთმა უარი თვეს რუსეთში ჩასვლაზე და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩების თამაშზე.

პოლონეთმა საერთოდ უარი თქვა რუსეთთან შეხვედრაზე. პოლონეთის ნაკრების ყველა ფეხბურთელმა უარი განაცხადა რუსეთთან თამაშზე. გუნდი მზადაა ტექნიკური წაგება ჩაეთვალოს.

ფინეთის კლუბი „იოკერიტი“ ჩაეხსნა გაგარინის თასის გათამაშებას (ჰოკეი).

ლატვიაში კანონში ცვლილებებს შეიტანენ, რათა რიგის „დინამომ“ ჰოკეიში აღარ ითამაშოს კონტინენტურ ჰოკეის ლიგაში (KHL).

შვედეთმა და ფინეთმა უარი თქვეს რუსეთში გასამართ 2022 წლის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობაზე.

საკალათბურთო ევროლიგამ გადაიტანა ცსკა-ს, „უნიქსისა“ და „ზენიტის“ თამაშები გაურკვეველი დროით.

ლიეტუვას „ჟალგირისი“ ბოიკოტს უცხადებს ევროლიგაში ცსკა-სთან და „ზენიტთან“ გასვლით მატჩებს.

ესტონეთის „კალევი“ გავიდა VTB-ს ერთიანი ლიგიდან.

პოლონეთის „ზელინა გურამ“ შეწყვიტა თამაში VTB ლიგაში.

ევროპის ჩრდილოეთ ლიგამ (ENBL – კალათბურთი) გააუქმა „ენისეის“ თამაშები ლიეტუვას „შიაულიაემთან“ და ლატვიის ლიეპაისთან“.

„ფორმულა 1“-მა გააუქმა რუსეთის 2022 წლის გრან-პრი.

ATP-მა გადადო მოსკოვის ‘ჩელენჯერი“ გაურკვეველი ვადით.

გაუქმდა სათხილამურო სპორტში მსოფლიო თასის ყველა შეჯიბრი.

იგეგმება სროლაში ევროპის ჩემპიონატის მოსკოვიდან გადატანა.

გადაიდო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩები რუსეთისა და პოლონეთის ქალთა გუნდებს შორის.

წყალბურთის ევროლიგაზე „ურალოჩკას“ თამაშს ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადაიტანენ.

პერმს ჩამოერთვა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი კერლინგში.

წყალში ხტომასა და სინქრონულ ცურვაში მსოფლიო სერიის ეტაპები გაუქმდა (ყაზანი), გადაიტანეს წყალბურთში მსოფლიო ლიგაზე რუსეთ-საბერძნეთის მატჩი.

კალათბურთში მსოფლიო 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ნიდერლანდებსა და რუსეთს შორის გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ველით გაგრძელებას…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები