LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იწყება ახალი პროექტი, სადაც მე და ჩემი ბიჭები ვიღებთ მონაწილეობას… ვფიქრობ, ძალიან სასიამოვნო სამი თვე ელის ჩემს მსმენელს“ – ნატო გელაშვილი

523
nato-gelashvili-news4445-2020-01-31_10-01-42_619088

11 მარტს, რადიო „არ დაიდარდოს“ დილის ეთერის სტუმარი მომღერალი ნატო გელაშვილი გახლდათ. მომღერალმა რადიოს მსმენელს დილის რუტინა გაუზიარა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

 -ქალბატონო ნატო, როგორ იწყება თქვენი დილა?

-ყოველთვის ვცდილობ დილიდან ოპტიმისტური განწყობაზე ვიყო. დილას ყოველთვის მადლიერი უნდა შეხვდე. დილას ვიწყებ ლოცვით და უფალს ვუხდი მადლობას, რომ კიდევ ერთი დილა გათენდა ჩემთვის. შემდეგ უკვე ვიწყებ საუზმის მზადებას. ჩემთვის ყოველი დღე იმედის და კარგი განწყობის არის.

-ამინდი რამდენად მოქმედებს თქვენს განწყობაზე?

-ყველანაირი ამინდი მიყვარს, გააჩნია სად ვარ. თოვლი უფრო მთას უხდება, მაგრამ აქაც კარგია, ჰაერს ასუფთავებს. დღეს კი ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის თოვლი, გაზაფხულის მოლოდინი რომ გაქვს და უცებ თოვლი გხვდება, თუმცა მარტი „გიჟია“, ყველაფერს უნდა ელოდო.

-შემოქმედებითი სიახლე თუ გაქვთ?

-კი, სიახლე ნამდვილად მაქვს. ტელეარხზე „იმედი“ იწყება ახალი პროექტი, სადაც მე და ჩემი ბიჭები ვიღებთ მონაწილეობას. ვფიქრობ, ძალიან სასიამოვნო სამი თვე ელის ჩემს მსმენელს და ზოგადად ქართული სიმღერის მოყვარულებს.

-რა იქნება თქვენი გზავნილი რადიოს მსმენელისთვის?

-მინდა მოვეფერო ყველა მსმენელს. ყველას პატივს ვცემ, ვისაც ქართული სიმღერა უყვარს. მინდა ყველას მშვიდობა ვუსურვო, მჯერა, ასეც იქნება, უფალი არ გასწირავს არავის, ეს სიტუაცია დამშვიდდება. მე ძალიან იმედიანი ადამიანი ვარ, იმედით ვცხოვრობ, ყოველთვის კარგს ველი და ცუდზე არ ვფიქრობ. ყოველთვის კარგი განწყობით დაიწყეთ დღე, რაც არ უნდა მძიმედ იყოთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები