LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო გელაშვილისა და ჭოხოების კიდევ ერთი კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 5 მარტს შედგება: „მადლობა ჩემს საოცარ მსმენელს სიყვარულისთვის და ნდობისთვის…“

516
ნატო და ჭოხოები

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 3 მარტს, ნატო გელაშვილისა და ჭოხოების კონცერტია დაგეგმილი.

როგორც ჩანს, დიდი მოთხოვნის გამო, დედა-შვილის ტრიომ ჩათვალა, რომ მეორე კონცერტის დამატებაც შესაძლებელი იყო, ამიტომაც დაემატა კიდევ ერთი ღონისძიება, ამჯერად 5 მარტისთვის.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპოზიტორი ავრცელებს:

„დაუგეგმავი 5 მარტი!

მადლობა ჩემს საოცარ მსმენელს სიყვარულისთვის და ნდობისთვის, ვინაიდან ჩემი მსმენელისთვის არასოდეს მიღალატია, 5 მარტს დამატებული კონცერტიც ყველა იმ მესიჯის პასუხია, რომელსაც ბევრი ახალგაზრდა მიგზავნის, რომ ვერ მოასწრეს ბილეთის შეძენა თავიანთიდედიკოებისთვის…

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა სიყვარულისთვის…

შეხვედრამდე…

ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები