ნატო გელაშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც კომპოზიტორი წერს, მან უახლოესი მეგობარი დაკარგა.
„არსებობს ცხოვრებაში ადამიანი, ვისაც ცხოვრება გჩუქნის და რომელიც ერთგულად მოგყვება ჭირსა თუ ლხინში… დარსა თუ ავდარში…მე ძალიან მაგარი მეგობარი მყავდა… ჩემი ნატო სახეჩიძე. ჩემი გიორგის ნათლია, ჩემი გულის წამალი, ჩემი გაჭირვების ტალკვესი, ჩემი მუდამ ღიმილიანი და ლამაზი. 30 წელი არც ისე ცოტაა, რომ ხელჩაჭიდებულ მეგობარს ხელი გაუშვა…არც სიტყვა მოიძებნება, რომელსაც დღევანდელ მდგომარეობას მივუსადაგებ…
ნათელი შენს ლამაზ სულს ჩემო ნატალია
„ნატოების“ ისტორია დამთავრდა…გავაგრძელებ ერთი ნატო ისე, როგორც შევძლებ… შეხვედრამდე…“-წერს ნატო გელაშვილი.
