კომპოზიტორი და მომღერალი ნატო გელაშვილი იუბილარია. ყველასთვის საყვარელი მუსიკოსი 54 წლის გახდა.
ნატო გელაშვილმა უამრავი მილოცვა მიიღო, თუმცა, მათ შორის გამორჩეული მისი შვილების ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეების მილოცვებია, რომელთაც ბიჭები სოციალურ ქსელში აქვეყნებენ.
„დე გაგიმარჯოს! ❤️
მადლობა სიყვარულისთვის, ადამიანობისთვის, დიდი სულიერებისთვის ,თავმდაბლობისთვის და ყველაფრისთვის რაც ოდესმე გისწავლებია ჩემთვის 😊
ძალიან გამიმართლა ცხოვრებაში შენნაირი დედა რომ ამირჩია უფალმა 🙌
მე დედაო ნატალიას ვეძახი ხოლმე იმდენად ახლოსაა ღმერთთან ❤️😊
სადაც ღმერთია იქ სიყვარულია რაც ამ ადამიანში არის უსაზღვროთ ❤️ თვით სიყვარულს გაუმარჯოს, ჩვენს ნატო გელაშვილს! 54 ❤️“, – წერს გიორგი ჭოხონელიძე.
„ნატო 54! ❤️ ჩემი გულის და სულის ყველაზე მეტად ამაფორიაქებელი ადამიანი, უდიდესი სიყვარულის მატარებელი.
წინ კიდევ ბევრი წელია გასავლელი, ამიტომ ძალიან მაგრად უნდა გვყავდე. დე!“, – წერს ლუკა ჭოხონელიძე.
