LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

948
პატრიარქი შიო

ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს პატრიარქი წირვას სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში აღავლენს.

„ამა წლის 19 აგვისტოს, მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულზე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში, ფერისცვალების სახელობის ტაძარში.

ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება“, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები