LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გამოგონილი სასულიერო პირის სახელით ვრცელდება ყალბი გვერდები“ – საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

193
საქართველოს საპატრიარქო

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში გამოგონილი სასულიერო პირის სახელით ვრცელდება ყალბი გვერდები, ინფორმაცია (სტატუსები) და ფოტოები, რომლებითაც ითხოვენ თითქოს „მძიმე სნეული“ სასულიერო თუ საერო პირის დასახმარებლად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვას, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„გთხოვთ, სიფრთხილით მოეკიდოთ აღნიშნულ სტატუსებს და შეძლებისდაგვარად გადაამოწმოთ კონკრეტული პირის ნამდვილობა, ასევე, ეს ყველაფერი კეთდება თუ არა შესაბამისი ლოცვა-კურთხევით.

გაითვალისწინეთ, რომ დღეს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით იოლია მსგავსი მასალის მომზადება, რომელმაც შეიძლება, შეცდომაში შეიყვანოს გულისხმიერი ადამიანები, – ვკითხულობთ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები