ნიგერიის ნაკრებმა განას წინააღმდეგიბა ვერ დაძლია (1:1) და მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩა. პირველი მატჩი 0:0 დასრულდა და განელები სტუმრად გატანილი გოლის წყალობით გავიდნენ. ნიგერია მუნდიალზე 2006 წლის შემდეგ პირველად არ იქნება.
მარცხმა ფანები ძალიან გააწბილა: ფინალური სასტვენის შემდეგ ისინი მოედანზე შეცვივდნენ და ყველაფრის ნგრევა და ლეწვა დაიწყეს – სკამებიდან დაწყებული სარეკლამო ბილბორდებით დასრულებული. მოხვდა განელ გულშემატკივრებსაც. მინდორზე შეცვენილების შეჩერება სტიურდებმა სცადეს, თუმცა მათაც მოხვდათ. დაშავდნენ ბურთის მიმწოდებელი ბავშვებიც.
საინტერესო დეტალი: მატჩამდე 3 დღით ადრე ხელისუფლებამ გადაწყვიტა სტადიონი პირთამე შეევსო და ასე დახმარებოდნენ ფეხბურთელებს. გამოისყიდეს 20 ათასზე მეტი ბილეთი და უფასოდ დაარიგეს. გარდა ამისა, სტადიონამდე ავტობუსის ტრანსფერიც დააორგანიზეს.
პოლიციას ცრემლსადენი გაზის გამოყენებც დასჭირდა.