LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცი 95 წლის ასაკში პირველად დაქორწინდა

733
1653334011_1_rbp_mai190522wedding1763jpg

ბრიტანელი მამაკაცი 95 წლის ასაკში პირველად დაქორწინდა და მისი რჩეული 84 წლის ქალბატონი გახდა. ასაკოვანი შეყვარებულების ისტორია Wales Online-მა გაავრცელა.

ჯულიან მოილი, რომელიც ამჟამად 95 წლისაა და 84 წლის ვალერი უილიამსი, ერთმანეთს 23 წლის წინ ტაძარში შეხვდნენ. ამავე ტაძარში გაიმართა მათი ქორწილიც. მამაკაცმა ქალს ხელი მხოლოდ რამდენიმე თვის წინ სთხოვა.

„არ მჯერა, რომ როგორც იქნა ეს მოხდა,“ – ასე შეაფასა უილიამსმა ის ფაქტი, რომ ამდენი წლის შემდეგ ისინი როგორც იქნა დაქორწინდნენ. პატარძალმა ისიც დაამატა, რომ ყველაფერი არაჩვეულებრივად გამოვიდა და თაფლობის თვეს ისინი ავსტრალიაში გაატარებენ.

სიძემ კი მხოლოდ ის დაამატა, რომ საყვარელმა ქალმა იუმორით მოხიბლა და ამდენ წლიანი მარტოხელობის შემდეგ სერიოზული ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები