LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთში სპორტსმენების ძეგლები დაითვალეს: ქალების მხოლოდ სამია

88
download

დიდ ბრიტანეთში უჩვეულო კვლევა ჩაატარეს. Sky Sports-მა ქყეყნის სპორტული ძეგლები დაითვალა და გაარკვია, რომ ქალ სპორტსმენებს მათი 2%-ზე ნაკლები ეთმობათ.

სულ ბრიტანელებმა სპორტსმენებს 240 ძეგლი დაუდგეს. ქალების მხოლოდ სამი აღმოჩნდა. ესენი გახლავთ: ყოფილი ფეხბურთელი ლილი პარი (1905-1978), „დიდი სლემის“ სამგზის გამარჯვებული დოროთი რაუნდი (1909-1982) და ოლიმპიური ჩემპიონი ხუთჭიდში მერი პიტერსი (დაიბადა 1939 წელს).

პიტერსი ჩამოთვლილთაგან ერთადერთია, რომელიც რაინდად აკურთხეს. „სხვა ცნობილი ქალის ქანდაკება ბელფასტში – მხოლოდ დედოფალი ვიქტორიაა“ – ამბობს ის.

ჩოგბურთელ რაუნდის ძეგლი 2013 წელს გაიხსნა მის მშობლიურ ქალაქ დადლიში.

პარი პირველი ქალი ფეხბურთელია, რომელსაც ძეგლის პატივი ერგო. ის მანჩესტერის ფეხბურთის ეროვნულ მუზეუმში 2019 წელს დადგეს.

დისპროპორციაზე ყურადღება adidas-მა გაამახვილა. მან ლონდონში 8 ქალის ქანდაკება დადგა

ქალების ძეგლების სიხალვათე მარტო სპორტის კი არა, ზოგადი პრობლემაა. საზოგადო ძეგლებისა და სკულპტურების ასოციაციამ (PMSA) 2018 წელს მონაცემები გამოაქვეყნა, რომ დიდ ბრიტანეთში დარეგისტრირებული 828 ძეგლიდან 174 იყო ქალების, ანუ ყოველი მეხუთე.

აქედან სახელობითი და არა აბსტრაქტული მხოლოდ 80 დაითვალეს. შედარებისთვის: 422 კაცების ძეგლი სახელობითი აღმოჩნდა 534-დან. და კიდევ: ქალების ძეგლებიდან 15 გამოგონილი ან მითოლოგიურია.

PMSA-მა პოლიტიკოსების 65 ძეგლი დაითვალა, მათგან ქალი არცერთი არ არის. სიტუაცია გამოასწორა დედოფლების ძეგლებმა (38). დედოფალი ვიქტორია ყველაზე ხშირად არის უკვდავყოფილი.

2021 წელს ორგანიზაცია Art UK ლონდონის ძეგლების აუდიტი ჩაატარა და გაირკვა, რომ თითქმის 1500 დედაქალაქური სკულპტურიდან 20.5% მამაკაცებს ეკუთვნით (სახელებით), 8% – ცხოველებს და მხოლოდ 4% – ქალებს (სახელობითი).

ამა წლის თებერვალში adidas-მა ეს კვლევა სპორტული ბიუსჰალტერების ახალი კოლექციის კამპანიის განვითარებისთვის გამოიყენა.
ამგვარად ლონდონის მერიის წინ გამოჩნდა სპორტთან დაკავშირებული ქალბატონების ქანდაკებები. თითოეული მათგანი ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდით 3D პრინტერზე დაბეჭდეს. ისინი ორი კვირა მერიასთან იდგნენ, მერე კი სხვა ადგილებში გადაანაწილეს უფრო ხანგრძლივი განთავსებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები