სიტყვა „ჯავშნიანი“ სამხედრო ტექნიკის ასოციაციას იწვევს, შემდეგ კი თავში ალბათ მაგარი ყველგანმავლები და მდიდრული ლიმუზინები მოგივათ. თუმცა, ზოგჯერ ჯავშანი საკმაოდ მოკრძალებულ და არაფრით გამორჩეულ ავტომობილებსაც აქვთ.. ისეთებს, რომლებიც ნაკლებად მოსალოდნელია რომ ავტომატებისგან ამ ნაღმებისგან დაგიცავენ. შემკვეთებს „სერიოზული“ მანქანებისთვის ფული არ ჰქონდათო, ამასაც ვერ ვიტყვით. სავარაუდოდ, მიზეზი სულ სხვაა: კონსპირაცია – როგორც უსაფრთხოების კიდევ ერთი ასპექტი.
ჩვენს გალერეაში მოხვდა საოჯახო სედანები და უნივერსალები, ბიუჯეტური კროსოვერები და რარიტეტული მოდელები, რომლებსაც მგზავრების დაცვა ძალიან კარგად შეუძლიათ.