LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი BMW 7 სერია უპილოტოებისგან დაცულ ჯავშნიან მანქანად გადააქციეს

121
BMW-i7-Protection-1s

კომპანია BMW-მ ჯავშნიანი ელექტრონული „შვიდიანი“ წარადგინა. სედანი i7 Protection და მისი ბენზინის ანალოგი 7Series Protection დაცვის უმაღლესი ტექნოლოგიითაა აღჭურვილი და ტყვიებით დაცხრილვასაც კი უძლებს. გარდა ამისა, ორივე ავტომობილი სხვადასხვა სიმძლავრის აფეთქებებსაც უკეთ იტანს. და ბოლოს, სედანებში გამოიყენეს ჯავშნის სპეციალური სახეობაც, რომელიც უპილოტოების თავდასხმასაც უმკლავდება.

ჯავშნიან ავტომობილებს BMW უკვე 45 წელია რაც უშვებს, თანაც ის იყო პირველი მწარმოებელი, რომელმაც ბალისტიკურ დაცვას VR7-ს მიაღწია. ჩვენს დროში ამით ალბათ ვერავის გააოცებ, ამიტომ სედანი i7 Protection და 7 Series Protection უფრო მაღალი კლასის დაცვით, VR9-ითაა აღჭურვილი. ორივე მოდელს სტანდარტი VPAM BRV-ის, VPAM ERV-ის და PAS 300-ის სერტიფიკატები აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები