LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: კაცმა საყვარელ ქალს ხელი სთხოვა და ბეჭედი ტბაში ჩაუვარდა

85
wedding

ბრიტანელმა მამაკაცმა გადაწყვიტა საყვარელი ქალისთვის გული და ხელი შეეთავაზებინა. ამისთვის მან ულამაზესი ლოკაციაც აარჩია, თუმცა სამწუხაროდ, ბეჭედი წყალში ჩაუვარდა. შემთხვევის ადგილზე გადაღებულმა ვიდეომ გამოცემა The Mirror-ის ყურადღება მიიქცია.

26 წლის როს ბემბერმა თავისი შეყვარებული 23 წლის ჯერი ეშფორტი 5 წლის წინ გაიცნო, მაშინ წყვილი მოხუცთა თავშესაფარში მუშაობდა.

მომავალი სასიძო გეგმავდა, რომ დაჩოქილს ჯერისთვის ეკითხა, სურდა თუ არა მას გამხდარიყო მისი მეუღლე. თუმცა, ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა. ყუთის გახსნისთანავე ბეჭედი გადმოვარდა და წყალში ჩავარდა. როსი არ დაიბნა და ქალს ხელი მაინც სთხოვა, მისგან პასუხად თანხმობაც მიიღო.

მეორე დღეს წყვილი ახალი ბეჭდის შესაძენად წავიდა. შემდეგ ისინი ტბასთან დაბრუნდნენ და წინა სცენა გაიმეორეს, ოღონდ ისე რომ ამჯერად ბეჭედი წყალში აღარ ჩაუგდიათ.

რაც შეეხება პირველ ბეჭედს, როსმა მასში 1000 ფუნტი გადაიხადა და დიდი იმედი აქვს, რომ მის პოვნას შეძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები