LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალმა ბიოლოგიური ოჯახი 63 წლის ასაკში იპოვა

30
Capture

ჯეინ ედვარდსმა, რომელიც აფრიკაში ზიმბაბვეშია დაბადებული, თავისი ბიოლოგიური ოჯახი 63 წლის ასაკში იპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Metro ავრცელებს.

ქალი ნაშვილები რომ იყო, მისი ოჯახი ამას არასდროს მალავდა. ედვარდს მთელი ცხოვრება სურდა გაეგო, ვინ იყო მისი ბიოლოგიური დედა და თუ რატომ დატოვა ის, თუმცა გამზრდელი მშობლებისთვის კითხვების დასმას ვერ ბედავდა. „ჩემი გამზრდელი დედა და მამა მაშინ გარდაიცვალნენ, როცა 20 წლის ვიყავი. უპასუხო კითხვებთან ერთად, მრავალი წლის განმავლობაში დანაკლისის გრძნობაც მაწუხებდა,“ – იხსენებს ქალი.

50 წლის ასაკში ჯეინმა სულიერ მასწავლებელთან დაიწყო მუშაობა. ბიოლოგიური ოჯახის პოვნის აუცილებლობაშიც სწორედ მან დაარწმუნა. 59 წლის ედვარდსი დაუკავშირდა კომპანიას, რომელიც დნმ-ს ანალიზების გაკეთებით იყო დაკავებული, ასევე ზიმბაბვეს ხელისუფლებას დაბადების მოწმობა გამოთხოვა.

4 წლის შემდეგ ქალმა თავისი ბიოლოგიური და-ძმები იპოვა და გაიცნო კიდეც. ქალმა გაარკვია, რომ დედას მის შესახებ არავისთვის უთქვამს. როგორც ოჯახის წევრებმა ჯეინს უთხრეს, დედა ახალგაზრდობაში ერთ კაცთან იყო დანიშნული და ეს კაცი ავარიაში დაიღუპა. შესაძლოა მისი მამა სწორედ ის ყოფილიყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები